სამართალი
სააკაშვილის პროცესზე სასამართლოსთან პროკურორებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს

    საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. სააკაშვილის ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობისა" და სამოქალაქო სექტორის წევრებმა პროკურორებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მიზანი იყო, რომ პროკურორებს პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოში შესასვლელად სირცხვილის დერეფანი გაევლოთ, თუმცა, პროკურორები სასამართლოში დერეფნის გვერდის ავლით შევიდნენ, იუწყება "რუსთავი 2".
ყოველგვარი თავხედობის ზღვარს გადაცდა უკვე, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, გვირგვინების ხარჯებიც კი ამოუწიეს. დაიმახსოვრეთ, რომ მილიონობით ფული გაქვთ დახარჯული, მივმართავ მთავრობას და მინისტრებს - მილიონობით ფული წარმომადგენლობით ხარჯებში და ეს აუდიტმაც დაადასტურა. რომ შეიცვლება ხელისუფლება, მწვადებს დაგითვლით“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. პიჯაკების საქმე სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გრძელდება.