უცხოეთი
ტრამპი: აშშ ჩრდილოეთ კორეის მუქარას ცეცხლით და მრისხანებით უპასუხებს

    საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. "უმჯობესია, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს აღარ დაემუქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ ცეცხლით და მრისხანებით ვუპასუხებთ, ისეთი მრისხანებით, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს", - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიით გავრცელდა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მოხსნება, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ დახვეწა ატომური ბომბის დამზადების ტექნოლოგიები, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ ბირთვული ბომბი ბალისტიკურ რაკეტაში მოათავსონ.
რამდენიმე დღის წინ გაეროს უშიშროების კომიტეტმა ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ახალი სანქციებით კორეას საექსპორტო პროდუქტებზე აკრძალვა დაუწესდა, რის შედეგადაც კომუნისტური რეჟიმი ექსპორტის 1/3-ს დაკარგავს.
ეკონომიკური სანქციების დაწესებას ჩრდილოეთ კორეის მიერ აშშ-ის მისამართით მუქარების ახალი ტალღა მოჰყვა.
ივლისში ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა "ჰვასონგ 14", რომელსაც სამხედრო ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპირომდე მიღწევა შეუძლია.