უცხოეთი
ნატო პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გმობს

    საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ნატო აკრიტიკებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს. ალიანსის პრესსამსახურის წარმომადგენელის, დილან უაიტის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავს დაემთხვა, ზიანს აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს.

"ნატო ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის არანაირ მცდელობას," - აცხადებს დილან უაიტი.