საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ ცესკო-ში შეგნებულად წარადგინეს ყალბი ხელმოწერები. "გირჩის" წარმომადგენლების თქმით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, იმისთვის, რომ არჩევნებზე დარეგისტრირდნენ, სწორედ ამგვარ ხელმოწერებს წარადგენენ ცესკოში.
„ტექნიკური, აბსურდული მიზეზები დაუდეს საფუძვლად იმას, რომ ხელმოწერების რაოდენობა ჩაეთვალათ ბათილად. ჩვენ მიერ წარდგენილ ამ თავიდან ბოლომდე ყალბ ხელმოწერებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იპოვა 13 ნამდვილი ხელმოწერა. ეს პროცედურა ჩვენ გავიარეთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორი სიყალბით არიან დაკავებული საქართველოში პოლიტიკური პარტიები. მეორეს მხრივ, ვცადეთ გვეჩვენებინა, თუ რამდენად იდიოტურია ეს სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიას ასეთი ხელმოწერების წარდგენას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.