პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს დაურეკა

    საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის სახელით ქართველ ხალხს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდება.
სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან უკრაინის პირველი პირის ინიციატივით შედგა.