საზოგადოება
ამ დღეებში წყალტუბოში საკონცერტო დარბაზი „ივერია“ გაიხსნა.
„ივერიის“ განახლებული შენობის რეაბილიტაციას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 ათასი ლარი მოხმარდა. წყალტუბოს ბალნეოპარკის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის აღდგენით თანდათან იქმნება პირობები საიმისოდ, რომ წყალტუბოელებმა და აქ ჩამოსულმა ტურისტებმა კომფორტულ გარემოში დაისვენონ. პარალელურად მათ საშუალება ექნებათ, ნახონ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ გახსნის ფაქტს დადებითად აფასებენ წყალტუბოელები. ისინი იმედოვნებენ, რომ საკონცერტო დარბაზი, რომლის სცენაზეც წლების მანძილზე ანშლანგით მიმდინარეობდა ცნობილი ანსამბლების კონცერტები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა თუ სასიქადულო პოეტების იუბილეები, ამიერიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება და მრავალ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს მაყურებელს.