პოლიტიკა
„გამაგრდი, ძმაო!“ - ნიუ-იორკში ტრამპის ოტელზე პუტინის გამოსახულება გამოჩნდა (ვიდეო)

    საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ნიუ-იორკში ოტელ Trump SoHo-ს ფასადზე პროექცია გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით. მოვლენის ამსახველი ვიდეო აქციის ორგანიზატორმა, მხატვარმა რობინ ბელმა თავის ტვიტერის აქაუნტში გამოაქვეყნა (ვიდეო იხ. აქ).
კადრებში ჩანს, რომ ოტელის წინ ქუჩაში ფორმიანი ქალები მარშირებენ, ერთ-ერთ მათგანს კი რუსეთის დროშა მოაქვს. ამის შემდეგ კამერა ოტელის კედელზე გადაინაცვლებს, სადაც პროეცირებულია პუტინის გამოსახულება რუსეთის სამფერა დროშის ფონზე და წარწერა რუსულ ენაზე Крепись, братан!“ (გამაგრდი, ძმაო!). ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, რუსეთის ლიდერის ამ „მიმართვის“ ადრესატი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.