უცხოეთი
პუტინი: ჩვენ აფხაზეთს უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტიას ვაძლევთ. დარწმუნებული ვარ, შემდგომში ასეც იქნება

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ბიჭვინთაში რესპუბლიკის მეთაურს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. 2013 წლის აგვისტოს ბოლოდან ეს პუტინის პირველი ვიზიტია აფხაზეთში.
შეხვედრაზე პუტინი შეეხო აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური გზების, რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის, აფხაზეთში ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
მოლაპარაკების შედეგად ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც აფხაზეთის მცხოვრებთ შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენონ არა მარტო სამედიცინო დაზღვევის რუსული სისტემა, არამედ სამკურნალო დაწესებულებებიც.