უცხოეთი
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ოფიციალურ ბერლინს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ოფიციალურ ბერლინს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს. ერდოღანის თქმით, გერმანიის ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს ანკარიდან გაგზავნილ ათასობით დოკუმენტზე. დოკუმენტებში იმ ადამიანების შესახებ არის საუბარი, რომლებიც  თურქეთის მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნებიან.
თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ბერლინში 4 500-ზე მეტი დოსიე გაგზავნა, მაგრამ ანკარას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.