სამართალი
მტერ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკოს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება - შავგულიძემ თავისი შავი გული საბოლოოდ გამოააშკარავა!

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. პირველი ეჭვი კარგი ადვოკატის, ცნობილ ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილის მეუღლის წესიერებასთან დაკავშირებით მაშინ გაჩნდა, როცა ის ირაკლი ალასანიას პარტიას ჩაუდგა სათავეში. ხოლო შალვა შავგულიძის გამოჩენამ აღმაშენებლის გამზირზე ა.წ. 20 ივლისს „ევროპული საქართველოს“ აქციაზე გიგა ბოკერიასთან ხელკავით საბოლოოდ აჩვენა მისი შავი გული!
თუმცა, პოლიტიკოსად გადაკვალიფიცირებული ადვოკატის გუშინდელი ინიციატივა სრულ საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ შავგულიძემ, უბრალოდ, ინსულტგადატანილი მეუღლის ავადმყოფობას ვერ გაუძლო და … შეიშალა! „მტერ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკოს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება!“ - ეს განცხადება ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ პარტიის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.
„თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებენ ინიციატივას, რომლის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების წარმოება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება.
შალვა შავგულიძის აზრით, თუ მმართველი პარტია ამ კანონს არ მიიღებს, ესე იგი, მისი თქმით, «ქართული მარში» და „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.