საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 08.08.08. სამხედრო ავანტიურის მე-9 წლისთავზე, საქართველოს მთელმა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, ცალ-ცალკე დელეგაციებად, გვირგვინებით შეამკო დაღუპული ქართველი სამხედროების საფლავები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მაგრამ არცერთ მათგანს სიტყვაც არ დასცდენია იმაზე, რომ ისინი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების დანაშაულის შედეგად დაიღუპნენ! მათ შორის - არც პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელსაც ფარული სიმპათია აქვს თავისი წინამორბედის მიმართ და აპირებს, მიანიჭოს მას, შეუმოწმებელი ინფორმაციით კი - უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
მარგველაშვილმა, რომელსაც, დიალოგისთვის მოსკოვიდან მრავალგზის მიღებული მიწვევის მიუხედავად, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შეეშინდა, სასაფლაოზე ცრუ სპიჩი წარმოთქვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში გუშინდელი ვიზიტის კომენტარი გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ეს არის სრულიად უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია, რაიმენაირად გამართლდეს 2008 წლის ჯერ ოკუპაცია და შემდეგ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის გადაწყვეტილება: "არასდროს არცერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას, არასდროს არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები არ გაყოფს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და ურყეობას!", - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც თავისი პრეზიდენტობის მიწურულს, პრაქტიკულად, სააკაშვილის ორეულად იქცა, სააკაშვილის, რომელმაც „მდიდარი სექსუალური ცხოვრებისთვის“ ავლაბრის სასახლე უანდერძა.