აქტუალური
"სვაროვსკი" არაქართულ დასახელებას სასამართლოში დაიცავს

swarovski"სვაროვსკის" მსოფლიო ბრენდის თბილისურმა მაღაზიამ სასამართლოსგან შეტყობინება მიიღო. მიზეზი ოპოზიციური პარტიების სარჩელია. სარჩელის საფუძველი ბრენდის არაქართულენოვანი წარწერა გახდა.

"სვაროვსკი" პირველია, ვისაც ამ მიზეზით სასამართლოში უჩივლეს. "რეკლამის შესახებ" ქართული კანონი მშობლიურ ენაზე წარწერის გაკეთებას ყველას ავალდებულებს, თუმცა მასში არსებული სხვადასხვა გამონაკლისი "სვაროვსკის" ამ ვალდებულების შესრულებისგან იცავს. კომპანიის მენეჯმენტმა უკვე აიყვანა ადვოკატი და სასამართლო პროცესისთვის ემზადება.