საზოგადოება
კობახიძ: ამას აქვს თავისი ნიუანსები...

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. თავისუფალი დემოკრატებისინიციატივის მიხედვით, ნებისმიერი კერძო ინიციატივა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოების თაობაზე სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი უნდა გახდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პატრიოტთა ალიანსის მოსკოვში ვიზიტს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ემიჯნება, ხოლო რაც შეეხება თავისუფალი დემოკრატების (ირაკლი ალასანიას ყოფილი პარტიის - რედ.) საკანონმდებლო ინიციატივას რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით კრემლთან მოლაპარაკების წარმოების უფლება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ექნება, კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხს მრავალი ნიუანსი აქვს და დეტალურად არის განსახილველი. ამას აქვს თავისი ნიუანსები, თავისი იურიდიული მხარე, ყველა მიმართულებით არის განსახილველი ინიციატივა. მე პირველად გავიგე ამ ინიციატივის თაობაზე, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, თუმცა, ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ამ პროექტს და ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.