სამართალი
გარყვნილების ბუდე ანაკლიაში - პოლიციამ Gem Fest-ის ტერიტორიაზე კიდევ 2 პირი დააკავა

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი და მამაკაცი - მათ ჩხრეკის დროს რამდენიმე აბი ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, "ექსტაზი" აღმოაჩნდათ. რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავების ადგილას პოლიციელები მუშაობდნენ და ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძებდნენ, რადგან, სავარაუდოდ, აყვანამდე ეჭვმიტანილებმა ნარკოტიკი გადაყარეს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შსს-მ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა.