აქტუალური
ნატოს სწავლება Noble Partner 2017 საქართველოში - ფოტორეპორტაჟი

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ (Noble Partner 2017) საქართველოში,  ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე 2017 წლის 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე ტარდება.
მრავალეროვნული სწავლების, რომელიც საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, დევიზია „ძალა პარტნიორობაშია“. ამჯერად ის ყველაზე მასშტაბურია, რადგან სწავლებაში მონაწილეობს ნატოს 8 წევრი და პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, სლოვენიის, სომხეთისა და უკრაინის 2800-ზე მეტი სამხედრო.
ასევე, საქართველოში შემოსულია ტექნიკის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა. Abrams-ის ტიპის ტანკების, საბრძოლო მანქანა Bradley-სა და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი C-130-ის გარდა, სწავლებაში ჩაერთვება Stryker-ის ტიპის ამერიკული ქვეითი საბრძოლო მანქანები და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი Boxer.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ - შშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.
ამჯერად საქინფორმი მკითხველს სთავაზობს ფოტორეპორტაჟს - როგორ ისვენებენ და ერთობიან მრავალეროვნული სწავლების მონაწილეები.