საზოგადოება
„საქინფორმის“ საგანგებო განცხადებამ შედეგი გამოიღო - მიტინგი საზღვართან 400 მეტრზე ახლოს არ მიუშვეს!

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. 2017 წლის 7 აგვისტოს “საქინფორმმა მიმართა მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს საგანგებო განცხადებით -  არ დაეშვათ პროვოკაცია 08.08.08 ომის 9 წლისთავზე - მიეღოთ პრევენციული ზომები საზოგადოებრივი გაერთიანებისძალა ერთობაშია“ (ლიდერი - დავით ქაცარავა) მიერ 8 აგვისტოს დაგეგმილი საპროტესტო აქციის ლოკალიზაციისათვის, რათა არ მიეშვათ მისი მონაწილეები დემარკაციულ ხაზთან სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის ზონაში.
ამან შედეგი გამოიღო - შსს-ში ქაცარავას და სხვა ორგანიზატორებს შესაბამისი საუბარი ჩაუტარეს და შედეგად მცირერიცხოვანი ფლეშმობი - „ცოცხალი ჯაჭვი“ „რუსეთის მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ - გაიმართა არა ბანერებთან და მავთულხლართებთან, როგორც ადრე იგეგმებოდა, არამედ საზღვრის ხაზიდან 400 მეტრში - საქართველოს სამხედრო გზაზე, სოფლებს ბერშუეთსა და ყარაფილას შორის მონაკვეთზე, და მხოლოდ 40 წუთს გაგრძელდა, რასაც მკაცრად აკონტროლებდა ქართული პოლიცია. და თავად სპექტაკლის მონაწილეებიც, რომლებიც „საქართველოს დეოკუპაციას“ მოითხოვდნენ, 40-გრადუსიანი სიცხის მიუხედავად, აშკარად „გაგრილდნენ“, როცა საზღვრის იქიდან მათკენ მომზირალი სამხედრო ტექნიკა დაინახეს...
„საქინფორმი“ მადლობას უხდის საქართველოს ყველა სამთავრობო სტრუქტურას, რომლებმაც ოპერატიულობა, კეთილგონიერება და ჩვენი რეკომენდაციის მიმართ ყურადღება გამოიჩინეს.