უცხოეთი
ელისეს სასახლემ ბრიჟიტ მაკრონისთვის პირველი ლედის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა

    საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ელისეს სასახლემ საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლისთვის პირველი ლედის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV-ი ავრცელებს.
უფრო ადრე გავრცელდა ინფრომაცია, რომ ემანუელ მაკრონი მეუღლეს პირველი ლედის ოფიციალურ სტატუსს სთავზობს ახალი ინიციატივა ბრიჟიტ მაკრონისთვის ოფისის მოწყობის გარდა, თანამშრომლების დაქირავებასა და ხელფასის დანიშვნას ითვალისწინებს.
გამოცემის ცნობით, 200 000-ზე მეტმა ფრანგმა უკვე მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც ამ ინიციატივის წინააღმდეგაა მიმართული.
საფრანგეთის კანონმდებლობა ქვეყნის პირველი ლედის სტატუსს ოფიციალურად არ ცნობს, თუმცა პრეზიდენტის მეუღლეს აქვს უფლება თავად პრეზინდეტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხები დახარჯოს, რომელიც შესაძლოა პირადი დაცვისა თუ თანაშემწეების ხელფასებსაც მოიცავდეს.
საფრანგეთის მსგავსად, დღეს ოფიციალური სტატუსი არც გერმანიის კანცლერისა და არც დიდი ბრიტანეთის პრემიერის მეუღლეებს არ გააჩნიათ. განსხვავებული მდგომარეობაა აშშ-ში, სადაც „პირველი ლედის“ სტატუსი 1978 წლიდან მოქმედებს.
ემანულ მაკრონი და ბრიჟიტ ტორნიე ოფიციალურად 2007 წელს დაქორწინდნენ. მათ საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ ბრიჟიტს შვიდი შვილიშვილი ჰყავს. ბრიჟიტი ქმარზე 24 წლით უფროსია. ის განათლებით პედაგოგია. როდესაც მომავალი პრეზიდენტი გაიცნო, ბრიჯიტი უკვე დაოჯახებული იყო და სამი შვილი ჰყავდა. მაშინ ემანუელ მაკრონი 15 წლის იყო.