საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ფხენიანის წინააღმდეგ გაეროს მიერ მიღებული სანქციები, აშშ-ს "ძვირად დაუჯდება". ფხენიანის განცხადებით, სანქციები, რომლებიც შაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო, ჩრდილოეთ კორეის "სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო".
5 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს.
რეზოლუცია ეხება ჩრდილოეთ კორეიდან იმპორტს - კერძოდ რკინის, ქვანახშირის, ტყვიის, ნახშირბადისა და ზღვის პროდუქტების აკრძალვას. გარდა ამისა, ბანკის ანგარიში გაეყინათ ფხენიანის საგარეო სავაჭრო გემებს, რომლებმაც გაეროს რეზოლუცია დაარღვიეს. მათ აეკრძალათ ყველა სახელმწიფოს პორტში შესვლა.
აშშ-მ რეზოლუციის პროექტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც 28 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.