სამართალი
პოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ! - პოლონელი დეპუტატი

    საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პოლონელი დეპუტატი მალგოატა გოსიევსკა Facebook-ის პირად გვერდზე წერს. განცხადება სოციალურ ქსელში ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული. დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას ეპყრობა იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებაში.
"კეთილგანწყობა და პატივისცემა, რითაც პოლონელები გამსჭვალულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არის საყოველთაო და არ არის დამოკიდებული შიდა დაყოფებისა თუ პოლიტიკური სიმპათიებისგან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი ქმედებისას საჭიროა სიტუაციის ძირფესვიანი გაანალიზება, რათა არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთში არ იქნება მოწონებული", - წერს მალგოჟატა გოსიევსკა.