სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

    საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული .. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 30 აბი სუბოქსინი 
ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,2330 გრამ ბუპრენორფინს 
შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ ვ.ხ. დაკავებისას ნარკოტიკული 
საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.