სამართალი
თბილისის ინტერპოლმა კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

    საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილება „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას კიევის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე .. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე 
მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ქურდობას 
გულისხმობს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული  წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.