აქტუალური
სომხეთის ციხეებში უცხოელებიდან ყველაზე მეტი ქართველი იხდის სასჯელს

    საქართველო. 8 აგვისტო. საქინფორმი. სომხეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში უცხო სახელმწიფოების 79 მოქალაქე იხდის სასჯელს, იუწყება Sputnik Армения ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. ამ დროისათვის სომხეთის ციხეებში სულ 2 512 ადამიანია განთავსებული, ხოლო 79 უცხოელიდან 22 ქართველია, 16 რუსეთის მოქალაქე, ხოლო 10 ირანისა.
უცხოეთის მოქალაქეები სასჯელს იხდიან ნარკოტიკების წარმოების, გადაზიდვისა და რეალიზაციის, ყაჩაღობის, ქურდობისა და თაღლითობის მუხლებით. გარდა ამისა დანაშაულთა ჩამონათვალში ფიქსირდება კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და მკვლელობაც კი.