აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა

    საქართველო. 8 აგვისტო. საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23- ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილეობდა. ქართული კონტინგენტი კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ იყო განთავსებული.  მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აქტიურად არის ჩართული. 

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ამავე ბრიგადის 21- შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა.