საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ლეგალური გზით დაბრუნებას აპირებს

    საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ლეგალური გზით დაბრუნებას აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ პოლონეთში იმყოფება, სადაც ჟურნალისტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ მათთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის საკანონმდებლო ბაზას სწავლობს და სასამართლოში საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ლეგალურად აპირებს და ქვეყანაში დაბრუნებას მაშინ ეცდება, როდესაც საამისოდ მზად იქნება.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს დღეს ტოვებს. ის ევროპაში მოგზაურობის გაგრძელებას და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გეგმავს.