უცხოეთი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ციმბირში ისვენებს (ვიდეო)

    საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხრეთ ციმბირში სათევზაოდ არის წასული, ამის შესახებ კრემლის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"პუტინი სამხრეთ ციმბირში, ტუვაში თითქმის ორი დღის განმავლობაში თევზაობდა. ის რეგიონში არსებულ მთის ტბებში წყალქვეშა ნადირობით იყო დაკავებული, მან მთიან რეგიონში გაისეირნა კვადროციკლით, ასევე კატერითითევზავა მთის მდინარეებში და ასევე გაირუჯა (ვიდეოს იხ. აქ)", - ამბობს დიმიტრი პესკოვი.