უცხოეთი
სააკაშვილი უპასპორტოდ პოლონეთში ჩავიდა - საქართველოს პროკურატურამ პოლონეთს მიმართა!

    საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა. ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სამართლებრივი პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვარშავაშია და ოფიციალურ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

“მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და ამ დროისთვის დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი გრძელიშვილმა.