საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ჟურნალმა “ინდიგომ“ მულტიმედიური პროექტის “საპატრიარქოს კაპიტალის“ პრეზენტაციაზე მდიდარი და უქონელი მეუფეების სია წარმოადგინა. მკვლევრების მტკიცებით, თემაზე მუშაობისას ისინი საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობოდნენ.
“სინოდის 47 წევრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მფლობელები არიან ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი და ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე... წმინდა სინოდის 47 წევრიდან მხოლოდ 6 არ ფლობს რაიმე მატერიალურ ქონებას. მათ შორის არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“, - აღნიშნულია კვლევაში.
პროექტის პრეზენტაციისას ავტორებმა განაცხადეს, რომ სინოდის წევრები, რომელთა სახელზე რეგისტრირებული არ არის მატერიალური ქონება, არიან: ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა და გურჯანიისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე.