საზოგადოება
დაკავება მომხდარი აფეთქების გამო

shaxta-afetqeba22 იანვარს ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა ორი პასუხისმგებელი პირი დააკავეს.

დაკავებულთა ვინაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. როგორც საქინფორმს ქალაქ ტყიბულიდან აცნობეს, დაკავებული არიან ცვლის უფროსი ედემ სტურუა და მისი მოადგილე გიორგი დევდარიანი.

ცნობილია, რომ საქმე 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამთოსამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.