სამართალი
სირიაში მებრძოლი ტერორისტების უმეტესობას არ მიუღია შესაბამისი განათლება და არ ჰქონდა სამუშაო ადგილი - გაერო

   საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლებმა განაცხადეს.
მსგავს დასკვნამდე გაეროს წარმომადგენლები 42 მამაკაცთან და ერთ ქალთან ინტერვიუს შემდეგ მივიდნენ, რომლებიც გაემგზავრნენ ან შეეცადნენ გამგზავრებას სირიაში. "ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა, მიაჩნდა, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს", - წერია დასკვნის დოკუმენტში.
გამოკითხულთა დაახლოებით 40%-მა განაცხადა, რომ სირიაში წასვლის მიზანი იყო სუნიტი მოსახლეობის დაცვა ბაშარ ასადის მმართველობის და ამერიკული კოალიციისგან. გაეროს თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგები დააფიქრებს ხელისუფლებას საშინელი აქტების მიზეზებზე და პოტენციურ ექსტრემისტებს ხელს შეუშლის სირიაში ჩასვლაში . გარდა ამისა, მათი თქმით, ხელისუფლებას მართებს, შეიწყალოს ისინი, ვინც თავისი ნებით გადაწყვიტა ე.წ. ხალიფატის დატოვება.