პოლიტიკა
არჩევნებისთვის 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა

   საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა - "ახალი საქართველო", "ახალი ერთობა", "ევროპელი დემოკრატები" და "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის".
პარტიების ლიდერები - გიორგი ვაშაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, პაატა დავითაია, ზურაბ ხარატიშვილი - პრესკონფერენცია გამართეს.
ოპოზიციას გაერთიანებისკენ გიორგი ვაშაძემ მოუწოდა.