აქტუალური
ერთი გარდაცვლილი გოგონა და რამდენიმე ადამიანი კომაში - საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზაციის პარველი შედეგები!

    საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gemfest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში 2 პირი გადაიყვანეს. ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში რჩებიან.
შემთხვევა, შესაძლოა, საკლუბო ნარკოტიკის ზედოზირებას უკავშირდებოდეს, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება.
მანამდე კი Gemfest-იდან მიყვანილი გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონაც საავადმყოფოში კომატოზური მდგომარეობით მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ფესტივალზე ჩასული სტუმრების ჰოსპიტალიზაცია მანამდეც რამდენჯერმე გახდა საჭირო, რაც, სავარაუდოდ, ასევე კლუბურ ნარკოტიკს უკავშირდება.