აქტუალური
საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ვაზიანის პოლიგონზე სასწავლო პროცესის მონახულებამდე გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს მრავალეროვნული სწავლების შტაბში გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ უმასპინძლეს.
მოგვიანებით ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა საწვრთნელი ველები დაათვალიერა და ყველა მონაწილე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. მან სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.