რედაქტორისგან
შეაჩერეთ პროვოკაცია 08.08.08 ომის 9 წლისთავზე! - „საქინფორმის“ საგანგებო განცხადება

    მიუხედავად დაძაბული საგარეო და საშინაო პოლიტიკური სიტუაციისა, საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უპასუხისმგებლოდ აქვეყნებენ მასალებს, რომლებიც ეროვნებათაშორის შუღლს აღვივებენ და ქართველ საზოგადოებაში ისედაც კრიტიკულ ნიშნულამდე გახურებული ემოციების გრადუსს კიდევ უფრო ამაღლებენ, მყვირალა სათაურებით მცოცავი ოკუპაციის“, „ბორდერიზაციის გაგრძელების“, „ქართული ტერიტორიების ანექსიის შესახებ.
პროდასავლური ქართულენოვანი მედიის უმრავლესობა, რომლებსაც ენა ვერც კი მოგიბრუნდება, ქართული უწოდო, ქართველების პატრიოტიზმის გამძაფრებულ გრძნობაზე თამაშობენ და განაგრძობენ ანტირუსული ისტერიის ესკალაციას მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების გამუდმებული განცხადებებისა ამ პრობლემის უალტერნატივო მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. მაგრამ სიტყვის და მედიის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ალფა და ომეგაა, ამიტომ, სამწუხაროდ, არავის აქვს უფლება, ამგვარი მასალების ტირაჟირება აკრძალოს.
დღეს პოლიტიკოსების ფუნქციას საკუთარ თავზე მხოლოდ ჟურნალისტები როდი იღებენ: საქართველოს შსს-ს 2017 წლის 26 ივლისის განცხადების მიუხედავად - საზოგადოებრივი მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ინიციატივის არამიზანშეწონილობის შესახებ მაღალი რისკისა და გამოწვევების მოსაზრებიდან გამომდინარე, რამდენადაც ეს კონფლიქტის ზონაში პატრულირებას გულისხმობს, საზოგადოებრივმა გაერთიანებამძალა ერთობაშია“ 2017 წლის 2 აგვისტოს გაავრცელა მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი - მონაწილეობა მიიღონ საპროტესტო აქციაშირუსული მცოცავი ოკუპაციისხაზზე სოფლების ბერშუეთის და ყარაფილას მიმდებარედ. საპროტესტო აქციის ჩატარების საბაბად მისმა ორგანიზატორებმა 08.08.08. ომის 9 წლისთავი აირჩიეს - კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჩაღებული სამხედრო ავანტიურის, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ელოდება.
სინამდვილეში კი ორგანიზატორების - საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, „მღვრიე“ ბექგრაუნდის მქონე პირების - საბოლოო მიზანია - მომგებიან პატრიოტულ ტალღაზე პიარი გაიკეთონ, რათა „საგზური“ მიიღონ დიდ ქართულ პოლიტიკაში, აგრეთვე განაცხადონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში რომ „რუსეთის მცოცავი ოკუპაცია“ გრძელდება, რათა საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის საკითხში პრეფერენცია მიიღონ და, თანაც, ახალი დასავლური გრანტები გამოითხოვონ გასაფლანგავად.
აბსოლუტურად უსარგებლო აქციის ორგანიზატორები სააკაშვილის ფანატები და  მიმდევრები არიან, ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციით - უპასპორტო დამნაშავის დოტაციაზე მყოფნი, ამიტომ არ უფიქრდებიან, რომ თავისი ქმედებებით ზემოთ ხსენებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ანტირუსული პროპაგანდით გაბრუებულ ხალხს კონფლიქტური ვითარების პროვოცირებისაკენ უბიძგებენ. თუკი სიტუაცია უპასუხისმგებლო ორგანიზატორების ცრუ კონტროლის ქვეშიდან გამოვა, დაზარალდებიან აქციის მონაწილეები, ძირითადად - ახალგაზრდები. გამორიცხული არც ის არის, რომ მათ შორის პროვოკატორი აღმოჩნდეს, სამხრეთ ოსეთის მხარის სამხედროები კი წესდების თანახმად იმოქმედებენ!
საქინფორმირეკომენდაციით მიმართავს მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს - მიიღონ პრევენციული ზომები ხვალ, 8 აგვისტოსთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის ლოკალიზაციისათვის, რათა არ მიუშვან მისი მონაწილეები დემარკაციულ ხაზთან სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის ზონაში - როგორც ეს ივლისში გაკეთდა, როცა იქ მიტინგის მოწყობა სტუდენტებმა სცადეს.
საქინფორმი
2017 წლის 7 აგვისტო
საქართველო, თბილისი