რედაქტორისგან
ვინც რუსული ტანკების შემოჭრაზე ჭორებს ავრცელებს, არის ნაძირალა და პროვოკატორი! - არნო ხიდირბეგიშვილი

    „საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ბოლო დროის მთავარ პოლიტიკურ თემაზე საკუთარ Facebook-გვერდზე შემდეგ ჩანაწერს აქვეყნებს:
„ჩემი დამოკიდებულება ნატოს მიმართ - საერთოდ და, კერძოდ, საქართველოში - დიდი ხანია, საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ NATO- ფანატებზე ბევრად უფრო ამაზრზენნი არიან  ის ნაძირლები და არამზადები, ვინც ფარულად თბილისში რუსული ტანკების შემოჭრაზე ოცნებობს და ამისთვის ემზადება, საჯაროდ კი ვითომ პატრიოტული პოზიცია უჭირავს და  ამაზე საზოგადოებას აფრთხილებს! ზუსტად რომ ამ პროვოკატორების ატეხილია ისტერია რუსეთის შურისძიებაზე უახლოეს ორ კვირაში“, რაც აბსოლუტური სიცრუეა! ყოველი  შემთხვევისთვის, ჩემი არხებით გადავამოწმე  - არა, მსგავსს არაფერს ვაპირებთ, რა სისულელეა!“ - მივიღე პასუხად. 
მოტყუებულ და საღი აზროვნების უნარდაკარგულ თანამეემულეებს კი მინდა ვუთხრა: ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ - ქართველების ბედი, თუნდაც რუსების მიმართ  კეთილგანწყობილი, რუსეთს დიდი ხანია, აღარ აინტერესებს და ამიტომ მათ დასაცავად აქ არავინ შემოვა.
 საკმარისია მოდელირებული "ქრონიკის" ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება!
რუსეთისთვის, როგორც სხვათაშორის, აშშ-სთვის, არსებობს მარტო ქართული ტერიტორია, სადაც ფართოვდება ნატო, მაგრამ ამის საპირწონე ნაბიჯებში საქართველოში ტანკებით  შეჭრა არ იხილება. საქართველოსთან მიმართებაში კრემლის არსენალში სხვა, ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე ტანკის ზარბაზნები, მეთოდი არსებობს, მათ შორის - ეკონომიკურიმაგრამ მათი ამოქმედების ამოცანა, მითუმეტეს ორ კვირაში, არ დგას“.
 2017 წლის 3 აგვისტო
  საქართველო, თბილისი