სამართალი
არ აჰყვეთ პრეზიდენტს და არ უპასუხოთ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს - ფრაქცია „ქართული ოცნება“ მარგველაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
„გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, - ნათქვამია ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.