საზოგადოება
ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას - გიორგი მარგველაშვილი

     საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე www.president.gov.geაღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან .. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო და ამას მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს“.
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.
"
ოკუპანტი ძალის ქმედებები - ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია. ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.