საზოგადოება
მარგველაშვილი სააკაშვილისგან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ოფიციალურ მიმართვას ელოდება

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილის კომენტარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
"როდესაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, არ მომეწონა და მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უნდა იმდენად პატივს სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და, შესაბამისად, მერე როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით მოქალაქეობის თაობაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.