უცხოეთი
პრობლემა იქნება, თუ ამას რუსეთის მიმართულებით სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება მოსდევს - დიმიტრი პესკოვი პენსის ვიზიტზე საუბრობს

      საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. “ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის  საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ოფიციალური მოსკოვი პრობლემად არ  განიხილავს”, - განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, რუსულ  მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
 დიმიტრი პესკოვის თქმით სუვერენული სახელმწიფოები ურთიერთობებს საკუთარი სურვილით ამყარებენ.  "მსგავსი თანამშრომლობა მოსკოვისთვის პრობლემად მაშინ იქცევა, თუკი ამას რუსეთის საზღვრის        
    მიმართულებით სხვადასხვა ალიანსებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება მოსდევს,"
-    
       განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.