აქტუალური
ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ქართულ და ამერიკულ მხარეს შორის

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო გახდება სატრანსპორტო დერეფანი, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენთვის კი ეს ახალი პროექტია. გვსურს გავხდეთ ამ საზოგადოების და ქვეყნის ნაწილი. ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ მარტივად, რადგან უნდა გამართლდეს გარკვეული მოლოდინები. პირველ რიგში, ეს არის ძალიან კარგი ბიზნესშესაძლებლობა კომერციული თვალსაზრისით, მეორე - ეს ძლიერი და ერთგული პარტნიორების შეძენაა და მესამე - ეს ხელისუფლების მხარდაჭერაა“, - განაცხადა ამერიკული კომპანია "SSA Marine"-ს დირექტორმა რობერტ უოტერსმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, პროექტის ფინანსური დახურვა შემოდგომით მოხდება, წლის ბოლოს კი მშენებლობა დაიწყება.