რელიგია
პატრიარქი დიდ ბრიტანეთს ეწვევა

saqartv-katolikosiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 2011 წლის 4 თებერვალს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, იგი ამ ქვეყანაში კენტერბერიის არქიეპისკოპოს უილიამსის მიწვევით მიემგზავრება და იქ 2011 წლის 15 თებერვლამდე დარჩება.

დაგეგმილია მისი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან, ანგლოსაქსური ეკლესიის ხელმძღვანელსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ილია მეორე ლონდონში ქართულ ტაძარსაც აკურთხებს.