საზოგადოება
საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრებზე შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიწების რუსეთის მიერ ოკუპაციის სასტიკად დაგმობაზე ისაუბრეს.
„მაიკ პენსმა სიტყვით მიმართა ამერიკელ და ქართველ სამხედროებს რომლებიც “ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაზე იმყოფებიან და მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისადმი ერთგულებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც მისი ევროპული ტურნე დასრულდება", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.