საზოგადოება
ცესკოს მიმართვა ამომრჩევლებს

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:
იმისათვის, რომ მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის - კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.