პოლიტიკა
საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მაიკ პენსის 2-დღიანი ვიზიტის შემდეგ პირველსავე დღეს თავის ჩვეულ სიჯიუტეზე უარი თქვა და 20 ივლისს ვეტოდადებულ ყველა კანონს ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ყველა იმ ცვლილებას მოაწერა ხელი, რომელზეც მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნა, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო დაძლია.