პოლიტიკა
საქართველოს აქვს უდიდესი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც არის ისტორიული შანსი! - გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მრავალეროვნულ სწავლებაზე „ღირსეული პარტნიორი 2017“ დამსწრე ჟურნალისტებთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი შეაჯამა.
ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მისამართით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერისა და ქვეყნის გაძლიერების კუთხით ამერიკა იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის.
ეს ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, რომ მის პირველ ევროპულ ტურნეში საქართველო შედის ესტონეთთან და მონტენეგროსთან ერთად. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, რომლის გზავნილებიც ჩამოიტანა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა დაინახა, რამხელა მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან ჩვენს ქვეყანას და ეს არის ნამდვილად ისტორიული შანსი საქართველოსთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.