სამართალი
რუსეთი ადამიანებს დევნის მხოლოდ ქართველობისთვის, ეს მიმდინარეობს უკვე საუკუნის მეოთხედია! - საქართველოს პრეზიდენტი

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
"დღეს რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით აღმართულია მავთულხლართები, რომელიც ხელს უშლის ჩემს თანამემამულეებს მოძრაობაში. ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის, ეს მიმდინარეობს უკვე საუკუნის მეოთხედია. და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, რომელიც ისე მოიქცა, როგორც საკუთარ მამულში. საქართველო დამაკავშირებელია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ეს ჩვენი ძველი ფუნქციაა. ეს ქვეყანა იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ურთიერთობები
თქვენი ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისთვის ძლიერი სიგნალი გახლავთ. მადლობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ძალა ერთობაშია. ეს საქართველოს დევიზიაღმერთმა დალოცოს ჩვენი მამაცი ჯარისკაცები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერები!", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მრავალეროვნული სწავლება "NOBLE PARTNER 2017" ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება