საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვმა რესპუბლიკის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
როგორც უწყებამ აღნიშნა, ოფიცრების თანდასწრებით გაჟღერდა პრეზიდენტის განკარგულება, მიხაილ შაბანოვის КГБ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
ბიბილოვმა განაცხადა, რომ კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში და შეძლებს გამოიყენოს საკუარი გამოცდილება სამხრეთ ოსეთის საკეთილდღეოდ. „მიხაილ ვიტალიევიჩ შაბანოვი მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა უშიშროების სამსახურში. იგი დაკავებული იყო ეკონომიკური დანაშაულებებისა და სხვა მსგავსი სფეროს საქმიანობის გამოძიებებით. მისი გამოცდილება აუცილებელია სამხრეთ ოსეთისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით КГБ-ს მაღალი დონის მუშაობა არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ უფრო ამაღლდება“, - აღნიშნა ბიბილოვმა.
პროცედურის ბოლოს შაბანოვს ოფიციალურად გადაეცა КГБ-ს თავმჯდომარის სიგელი.