უცხოეთი
კრემლში აშშ-ს მოუწოდეს უარი განაცხადოს - „პოლიტიკურ შიზოფრენიაზე“

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი.  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების დალაგება შესაძლებელია სანქციური დიქტატის მცდელობების შეჩერების გზით. „ამ სიტუაციიდან გამოსავალი გახლავთ ორივე მხრიდან პოლიტიკური ნების გამოხატვა და ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს პოლიტიკური შიზოფრენიის გამწვავებისგან რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რადგან ურთიერთობების მოგვარების ფიქსირებული სურვილი ნიშნავს უარის თქმას სანქციურ დიქტატზე“, - განაცხადა პესკოვმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ პუტინმა უწინ აქცენტი გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ურთიერთთანამშრომლობაში დაინტერესების შესახებ.
ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთში არსებული აშშ-ის დიპლომატიური მისიის პერსონალი იმავე რაოდენობის იქნება, რაც ანალოგიურად აშშ-ში მყოფი რუსი დიპლომატები.  ანუ 445 ადამიანი თითო მხრიდან.