საზოგადოება
მაიკ პენსი: „ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს პროგრესს და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყნის მისწრაფებას ნატოს წევრობისადმი“

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილთან ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების პასუხად გააკეთა.
პენსის თქმით, აქტიური მუშაობა გაგრძელდება პრემიერთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა გაფართოვდეს და გაძლიერდეს საქართველოს ნატოსთან დაახლოება.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს პროგრესს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
იგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ტექნიკის განლაგებასაც შეეხო.
„ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებას საქართველოში და ვეცდებით, რომ ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ პრობლემის მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.