საზოგადოება
პრემიერმა კვირიკაშვილმა საქართველოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერმა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი კვირკაშვილმა მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მისი სტუმრობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. „საქართველოში ვმასპინძლობთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, აშ-ის ვიცე პრეზიდენტს, არამედ არსებულ მოკლე პერიოდში შეძენილ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, ბატონ მაიკ პენსსა და მის ოჯახს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამერიკელი ხალხის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ქართველი ხალხი აფასებს.
თქვენი დახმარების შედეგად დღეს საქართველო აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოურიქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.