სამართალი
შავგულიძემ პენსთან შეხვედრისას განიხილა ხელისუფლების ქმედებები მედიასთან მიმართებაში

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ესოდენ მაღალი თანამდებობის პირი ჯერ დაინტერესდა ოპოზიციის შეხედულებით, თუ რა შენიშვნები ექნება ოპოზიციას ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ და შემდეგ შეხვდება ხელისუფლებას, - ეს განცხადება ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შავგულიძის თქმით, მაიკ პენსთან შეხვედრის დროს მან ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.
ეს არის ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბი კონცენტრაცია მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში. ასევე სრული კონტროლი აქვს ხელისუფლებას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, - ამბობს შავგულიძე.